Wednesday, April 11, 2012


გამომწვევი მიზეზები
ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
 თითოეული ჩვენგანი ყოველდგიურად ვმგზავრობთ ტრანსპორტით,ვიპკურებთ სუნამოს,ვიყენებთ სხვადასხვა სახის დეზადორანტებს,ლაქ-საღებავებს,ვწმენდთ ავეჯს და ფანჯრებს.ამ თითქოსდა უწყინარი ოროცედურებით ზიანს ვაყენებთ გარემოს.კონკრეტულად კი ოზონის ხვრელის გაფართოების ერთ-ერთი მიზეზი,სწორედ ატმოსფეროში მოხვედრილი აეროზოლებია.
წყარო:https://www.google.
ვიდეო მასალა:












შედეგები
ოზონის საფარის შეთხელების შედეგად იზრდება დედამიწის ზედაპირზე მოხვედრილი ულტრაიისფერი გამოსხივების ინტენსივობა, რაც თავის მხრივ იწვევს კანის დაავადებათა ალბათობის ზრდასაც.
  
ანტარქტიკის ოზონის ხვრელის გამოსახულება სექტემბერი, 2000 წ.
ოზონის ხვრელი — დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი  ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.
ვიდეო მასალა:

Thursday, April 5, 2012

ოზონის ხვრელი — დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენაში, სტრატოსფეროში, ოზონის კონცენტრაციის მკვეთრი შემცირების ფენომენი. ბოლო ათწლეულებში გაძლიერდა, სავარაუდოდ ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად. კაცობრიობის განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია იმის გამო, რომ სტრატოსფერული ოზონი დედამიწის ზედაპირს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავს.
ოზონის ხვერელი დიამეტრით 1000 კმ პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე. იგი ჩნდებოდა ყოველ აგვისტოს, ხოლო დეკემბერში ან იანვარში კი ქრებოდა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში არქტიკაზე ჩნდებოდა მეორე ხვრელი, თუმცა გაცილებით მცირე ზომებით.