ოზონი, O3, ჟანგბადის ალოტროპული სახეცვლილებაა, ლურჯი ფერის მკვეთრი სუნის მქონე ფეთქებადი აირი. დუღილის ტემპერატურა +112�ჩ. ოზონი წარმოიქმნება ჟანგბადის ორატომიანი მოლეკულის გახლეჩვის შედეგად.დედამიწის ატმოსფეროში ოზონის შემცველობა 0,01%-ია, მაგრამ მიუხედავად ასეთი მოკრძალებული რაოდენობისა, ოზონის შრე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობასა და შენარჩუნებაში. ხმელეთზე სიცოცხლის გაჩენა 800 მილიონი წლის წინათ, პალეოზოუმში შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ოზონის შრემ გარკვეულ სისქეს მიაღწია.ზონის შრე წარმოადგენს ბუნებრივ ეკრანს და იცავს დედამიწას და მასზე არსებულ სიცოცხლეს მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივების (UV) ზემოქმედებისაგან. რადიაციის შთანთქმის გამო ოზონის ფენის ტემპერატურა მატულობს, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ატმოსფეროს სითბურ რეჟიმზე.
წყარო: ვიდეო მასალა: |
ოზონის შრე
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment