Wednesday, April 11, 2012


გამომწვევი მიზეზები
ითვლება, რომ სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები. ითვლება, რომ ატმოსფეროში მოხვედრილი მოლეკულები ათწლეულების განმავლობაში არ იშლება და სტრატოსფერომდე აღწევს, სადაც მზის ულტრაიისფერი გამოსხივების ზეგავლენით იშლება და ქლორის ატომებს გამოყოფს. ეს უკანასკნელი კი შემდგომ მუშაობს, როგორც ოზონის მოლეკულების დაშლის კატალიზატორი. ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის.
 თითოეული ჩვენგანი ყოველდგიურად ვმგზავრობთ ტრანსპორტით,ვიპკურებთ სუნამოს,ვიყენებთ სხვადასხვა სახის დეზადორანტებს,ლაქ-საღებავებს,ვწმენდთ ავეჯს და ფანჯრებს.ამ თითქოსდა უწყინარი ოროცედურებით ზიანს ვაყენებთ გარემოს.კონკრეტულად კი ოზონის ხვრელის გაფართოების ერთ-ერთი მიზეზი,სწორედ ატმოსფეროში მოხვედრილი აეროზოლებია.
წყარო:https://www.google.
ვიდეო მასალა:












1 comment:

  1. fave to play slots at youtube - videodl.cc
    fave to play slots at youtube. · Find the best casino games on youtube. · Find all the best slot games youtube mp3 on youtube. · Find the best casino games on youtube. · Find the best

    ReplyDelete